Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbilisog/domains/tbiliso.ge/public_html/fg/index.php:2) in /home/tbilisog/domains/tbiliso.ge/public_html/fg/wp-includes/feed-rss2.php on line 8
თბილისის ახალგაზრდული ლიგა http://fg.tbiliso.ge რა? სად? როდის? Sun, 20 Jun 2010 06:29:24 +0000 http://wordpress.org/?v=2.8.6 en hourly 1 ერუდიტ-სექსტეტი http://fg.tbiliso.ge/?p=599 http://fg.tbiliso.ge/?p=599#comments Sun, 20 Jun 2010 06:29:24 +0000 ილია ლეჟავა http://fg.tbiliso.ge/?p=599 შაბეთს, 19 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში ახალგაზრდული ლიგის ორგანიზებით გაიმართა ინტელექტუალური თამაში ერუდიტ-სექსტეტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 6 და პირველი ლიგის სამი საუკეთესო გუნდი.
გუნდები ნახევარფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

1) დიპლომატი: 70
ინტეგრალი: 790
სოლარისი: 270

2) Felix Felicis: 190
არგონავტები: 670
მორდორი: -220

3) ანდრომედა: 0 (არ გამოცხადდა)
26-ე საათი: 420
აია : -170

ნახევარფინალური თამაშის შემდეგ გამოვლინდა სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი რომლებიც ერთმანეთს ფინალში გაეჯიბრნენ:

1) არგონავტები: 870
2) 26-ე საათი: 140
3) ინტეგრალი: -180

4-5-6 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა:

4) აია: 340
5) Felix Felicis: 50
6) სოლარისი: -270

ახალგაზრდული ლიგა ულოცავს გუნდ არგონავტებს და მის კაპიტანს ნიკა აგლაძეს გამარჯვებას
ასევე მადლობას უხდის ერუდიტ-სექსტეტის კითხვათა კრებულის ავტორს რატი შუბლაძეს.

]]>
http://fg.tbiliso.ge/?feed=rss2&p=599 0
ბრეინ–რინგი და ერუდიტ სექსტეტი http://fg.tbiliso.ge/?p=593 http://fg.tbiliso.ge/?p=593#comments Sat, 05 Jun 2010 16:08:24 +0000 ილია ლეჟავა http://fg.tbiliso.ge/?p=593 19 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდული ლიგის 9 საუკეთესო გუნდის მონაწილეობით, გაიმართება ინტელექტუალური თამაში ერუდიტ–სექსტეტი. დასაწყისი 12 ს.თ.

არგონავტები
ინტეგრალი
26 საათი
Felix Felicis
აია
სოლარისი
დიპლომატი
Andromeda
მორდორი

19 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ბრეინ რინგი რომელშიც მონაწუილეობას მიიღებს 16 გუნდი. დასაწყისი 15:00 ს.თ.

1. ინტეგრალი
2. პენტიუმი
3. გალახადი
4. აია
5. მიმინო
6. სხვათა-შორის
7. Flush Royal
8. 26_ე საათი
9. ცუგცვანგი
10. ინკოგნიტო
11. კამელოტი
12. ბოკა-ხუნიორსი
13. Felix Felicis
14. ვიტამინი-KGB
15. არგონავტები
16. აისბერგი

წყვილები:

ინტეგრალი – აისბერგი
პენტიუმი – არგონავტები
გალახადი – ვიტამინი-KGB
აია – Felix Felicis
მიმინო – ბოკა-ხუნიორსი
სხვათა-შორის – კამელოტი
Flush Royal – ინკოგნიტო
26_ე საათი – ცუგცვანგი

პ.ს. გუნდებს, რომელიც არ აპირებს ბრეინ–რინგში ან ერუდიტ–სექსტეტში მონაწილეობის მიღებას ვთხოვთ წინასწარ შეგვატყობინონ მეილზე:  fg.tbiliso@yahoo.com.

ან დაგვირეკეთ ნომერზე 877 24–49–12  (ილია)

]]>
http://fg.tbiliso.ge/?feed=rss2&p=593 0
ლევან ცაგარელის კითხვები (გაზაფხული 2010. მესამე ტური) http://fg.tbiliso.ge/?p=587 http://fg.tbiliso.ge/?p=587#comments Sun, 30 May 2010 09:23:01 +0000 ილია ლეჟავა http://fg.tbiliso.ge/?p=587 მესამე ტური

25.
ამ პიესის ქართულენოვანი დადგმის აფიშა წარმოადგენდა ლეონარდო და ვინჩის
”საიდუმლო სერობას”,რომლიდანაც ამოღებული იყო იესო ქრისტეს ფიგურა.
დაასახელეთ პიესა .

-თორმეტი განრისხებული მამაკაცი
კომენტარი: იესოს გარეშე სურათზე რჩება თორმეტი მამაკაცი,რომელიც რაღაცაზე დავობს.
წყარო: რუსთაველის თეატრი : 2006-2007 წ.წ. სეზ. : [აფიშა]. – თბ., 2006.

26.
[დასარიგებელი მასალა]

Vivian Darkbloom
Dorian Vivalcomb
Blavdak Vinomori

თქვენ წინაშეა,პერსონაჟთა სია.
დაასახელეთ მწერალი,რომელსაც ზემოთხსენებული პერსონაჟები ეკუთვნის.

-ვლადიმერ ნაბოკოვი.
კომენტარი:როგორც ალბათ უკვე შეამჩნიეთ სამივე პერსონაჟის სახელი და გვარი ერთიდაიმავე ასოებისაგან შედგება. სამივე მათგანი წარმოადგენს ვლადიმერ ნაბოკოვის ანაგრამას.
სწორი პასუხია:ვლადიმერ ნაბოკოვი.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Anagram
http://www.igraigr.com/anagramma.htm
Vladimir Nabokov ”Lolita”,”King, Queen, Knave”,” Pale Fire”.

27.
მეთვრამეტე საუკუნის გერმანელი სწავლული იოჰან ბრუკერი მის მიერ გამოცემულ ნაშრომში მიუთითებს რომ ფილოსოფიას არ გააჩნია რეალური საკითხები და რომ ის არაფრისაგან შექმნილი პრობლემებით საზრდოობს.
დაასახელეთ ცხოველი,რომელიც წიგნის გარეკანზე იყო გამოსახული,როგორც ფილოსოფიის ალეგორიული სახე.

-დათვი
კომენტარი: ბრუკერი თვლიდა,რომ ფილოსოფია თითიდან გამოწოვილი პრობლემებით საზრდოობს, წიგნის გარეკანზე გამოსახული იყო დათვი,რომელიც საკუთარ თითს წოვს,როგორც ფილოსოფიის ალეგორიული სახე.
წყარო: http://www.vusnet.ru/biblio/archive/alekseev_filosofija/01.aspx

28.
[დასარიგებელი მასალა]

დაასახელეთ ქალაქი,რომელიც ჩვენ რუკაზე წერტილით აღვნიშნეთ.

-ბორდო
კომენტარი: ბორდოსფერი წერტილით,ჩვენ რუკაზე აღვნიშნეთ ქალაქი ბორდო.
წყარო: http://fr.wikipedia.org/wiki/Bordeaux

29.
ერთერთი რეცეპტის თანახმად, ქაფი კაპუჩინოს ზედაპირზე ისე უნდა დაიდოს,რომ მისი თეთრი ფენის გარშემო წარმოიქმნას ყავის წრიული, მუქი ხაზი,რომელიც წააგავს ამას.
რადგან კლასიკური კაპუცინო ამის გარეშე წარმოუდგენელია.
დაასახელეთ ეს.

-ტონზურა
კომენტარი:როგორც ყველას ალბათ გსმენიათ, ერთერთი ლეგენდის თანახმად კაპუცინო გამოიგონეს კაპუცინელმა ბერებმა,ხოლო ნამდვილი კაპუცინო ტონზურას გარეშე წარმოუდგენელია.
წყარო: http://www.arb-coffee.ru/?STATMzI_O_KOFE:Populyarnye_kofeinye_napitki

30.
ვიქტორ გრაშენკოვის აზრით,მისი ამოცნობა აღორძინების ეპოქის ნახატებზე შეიძლება ორი ნიშნით:
პირველი ეს არის მზერა,რომელიც სხვა დანარჩენებისაგან განსხვავებით მაყურებლისაკენ არის მიმართული.
მეორე კი სახის ოდნავი ასიმეტრიულობა,რაც ბუნებრივია.
დაასახელეთ ეს ერთი სიტყვით.

-ავტოპორტრეტი
კომენტარი: სახის ოდნავი ასიმეტრიულობა ბუნებრივია,რადგან აღორძინების დროინდელი მხატვრები ავტოპორტრეტებს სარკის მეშვეობით ასრულებდნენ.
წყარო: Гращенков В.Н. Портрет в итальянской живописи Раннего Возрождения. М., 1996.

31.
ლუი ანრე ბუსენორი წერს,რომ ამის გარდა მოგზაურებს ესმოდათ: ლეოპარდების ყეფა, გორილების ბღავილი ,გიენების სისინი და ანტილოპების კიკინი.
დაასახელეთ ქვეყანა,რომელშიც წიგნის გმირები მოგზაურობენ.

-სიერა ლეონე
კომენტარი: ეს არის ლომის ღრიალი.როგორც მოგეხსენებათ, სიერა ლეონე პორტუგალიურად ნიშნავს ლომის ღრიალს.
წყარო: http://www.gramotey.com/?page=8&open_file=40119477271307

32.
[დასარიგებელი მასალა]

თქვენ წინაშეა 1957 წელს, გერმანული Zundapp {ზიუნდაფ}-ის მიერ გამოშვებული მანქანა.
დაასახელეთ ვის საპატივსაცემოდ დაარქვეს მანქანას სახელი მისმა შემქმნელებმა.

-იანუსი
კომენტარი: მანქანა,როგორც ხედავთ ორკარიანი და ”ორსახოვანია”,შემქმნელებმა მას იანუსი უწოდეს.
წყარო: http://www.shorey.net/Auto/Miscellaneous%20Pictures/1957%20Zündapp%20%20Janus.jpg
http://www.loudpopvoyager.com/post/130619836/1957-zundapp-janus-via-www-shorey-net

33.
ერთერთი ლეგენდის თანახმად როდესაც ფრანკუნდომ და ხოსემ ძველი არყის სახდელი ქარხანა იყიდეს,ძმებს შენობაში მათი მთელი კოლონია დახვდათ.
დაასახელეთ რისი კოლონია.

-ღამურების
კომენტარი: საუბარია ძმებ ფრანკუნდო და ხოსე ბაკარდებზე,რომლებმაც დაარსეს კომპანია ”ბაკარდი”. ”ბაკარდის” ლოგოზე დღესაც გამოსახულია ღამურა.
წყარო: http://www.bacardilimited.com/heritage_1.html

34.
ცნობილია,რომ ნივთიერება ეთანთიოლი, გამოირჩევა ძალიან მძაფრი და უსიამოვნო სუნით,რომელიც მოგაგონებთ გაფუჭებული კვერცხის სუნს.
ძირითადად მას იყენებენ იმისათვის,რომ შეურიონ სხვა ნაერთს, დაასახელეთ ეს ნაერთი.

-ბუნებრივი აირი
ჩათვლა: გაზი,მეთანი, პროპანი,СH4, C3H8.
კომენტარი: ეთანთიოლს ამატებენ ბუნებრივ გაზს, რომელსაც არ გააჩნია სუნი, რათა ადამიანებმა იგრძნონ როდის ჟონავს გაზი.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Этантиол
http://ru.wikipedia.org/wiki/Метан
http://ru.wikipedia.org/wiki/Пропан

35.
(წამყვანს: შეკითხვის კითხვისას აქცენტი გააკეთოს სიტყვებზე ”ამერიკელი პარიზში”.)
ეს ამერიკელი პარიზში ჩავიდა 1928 წელს და იქ, არც ისე დიდხანს დარჩა,თუმცა მოასწრო გაეცნო ნადია ბულანჟერი და მორის რაველი.
დაასახელეთ ის.

_ჯორჯ გერშვინი.
კომენტარი: ”ამერიკელი პარიზში” არის გერშვინის ერთერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ნაწარმოები, რომლის მეხედვითაც 1951 წელს გადაღებული იქნა, იმავე სახელწოდების ფილმი.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/George_Gershwin

36.
ცნობილია,რომ შექსპირის ”მეფე ლირი” გოფრი მონმუთის ”ინგლისის მეფეთა ისტორიის”მიხედვითაა შექმნილი. თუმცა თუ ვიქნებით ანაქრონისტები,შეგვიძლია ვთქვათ,რომ შექსპირის პიესაში, დედნისაგან განსხვავებით, არ არის ეს.
დაასახელეთ ეს.

-Happy end
ჩათვლა: Happy ending, ჰეფი ენდი.
კომენტარი: შექსპირის ”მეფე ლირში” დედნისაგან განსხვავებით ყველაფერი ტრაგიკულად სრულდება. როგორც ცნობილია შექსპირის ეპოქაში ტერმინი ”Happy end”-ი არ არსებობდა.
იმედია თქვენთვისაც ეს ტურნირი Happy end-ით დასრულდა.:)
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Хэппи-энд

]]>
http://fg.tbiliso.ge/?feed=rss2&p=587 0
ლევან ცაგარელის კითხვები (გაზაფხული 2010. მეორე ტური) http://fg.tbiliso.ge/?p=585 http://fg.tbiliso.ge/?p=585#comments Sun, 30 May 2010 09:19:55 +0000 ილია ლეჟავა http://fg.tbiliso.ge/?p=585 მეორე ტური

13.
ერთერთ მულტფილმში კატა უშედეგოდ ცდილობს დაიჭიროს ის,რადგანაც ის დროგამოშვებით,წამიერად გამოჩნდება და უჩინარდება ხოლმე.
დაასახელეთ ის მაქსიმალურად ზუსტად.

-საათის გუგული
ჩათვლა: სიტყვებით ”საათი” და ”გუგული”
კომენტარი: დროგამოშვებით,წამიერად..
წყარო: мультфильм ’’Медвежий Угол’’

14.
გილბერტ კიტ ჩესტერტონი წერდა, რომ მეორე მუდამ წამგებიან პოზიციაშია, რადგან ერთი ნაბიჯით ჩამორჩება პირველს. პირველი ხელოვანია,მაშინ როდესაც მეორე კრიტიკოსი.
დაასახელეთ პირველიც და მეორეც,სწორი თანმიმდევრობით.

-დამნაშავე ; გამომძიებელი.
კომენტარი: დეტექტიური შეკითხვა ჩესტერტონიდან.
წყარო: ”The Blue Cross” Gilbert Keith Chesterton

15.
[დასარიგებელი მასალა]

თქვენ წინაშეა ფრაგმენტი რიჩარდ ვესტოლის ნახატიდან, რომელზეც ჩვენ დავმალეთ ”ეს”.
”ასე” ეწოდება ასტეროიდ 5335-ს.
დაასახელეთ ”ეს” ორი სიტყვით.

-დამოკლეს მახვილი
კომენტარი: როგორც ალბათ შეამჩნიეთ,ჩვენ დაგირიგეთ ნახატის ქვედა ნაწილი.ნახატზე აღბეჭდილია ცნობილი ნადიმი სირაკუზას ტირანის კარზე. კაცი,რომელიც შეშინებული იხედება ზევით არის დამოკლე,უყურებს ის დამოკლეს მახვილს.
წყარო: http://es.wikipedia.org/wiki/Damocles

16.
ერთერთი სპექტაკლის გმირი მეორეს უყვება ,რომ თითოეული მათგანი ზეცასთან არის დაკავშირებული და რომ ღმერთები არსებობენ და ამის დასამტკიცებლად მოჰყავს ხუთი ხილული ”საბუთი”,რომელიც-პერსონჟის სიტყვებითვე-ყველა დაკვირვებული თვალისათვის შესამჩნევია.
დაასახელეთ, რას წარმოადგენს ეს ”საბუთები”?

-ძაფებს
კომენტარი: სპექტაკლის გმირები მარიონეტები არიან.იმის საბუთად,რომ თითოეული მათგანი ზეცასთან არის დაკავშირებული ,სპექტაკლის გმირს მოჰყავს ხუთი ძაფი,რომლის საშუალებითაც მარიონეტები მოძრაობენ.
წყარო: ”Kenojuak” -Performance of the Kstovo Puppet Theatre.

17.
[დასარიგებელი მასალა]

თქვენ წინაშეა ლუკა ჯინის პორტრეტი.
დაასახელეთ,რა გამოიგონა ზოგიერთი ვერსიით ლუკა ჯინიმ?

-ჰერბარიუმი
კომენტარი: სურათზე ლუკა ჯინის უჭირავს ჰერბარიუმი.
წყარო: http://www.horti.unimore.it/CD/Pisa/Luca_Ghini.jpg
http://en.wikipedia.org/wiki/Luca_Ghini

18.
ჩარლზ დიკენსის ”საშობაო სიმღერების” გმირი ებენესერ სკრუჩი ცდილობს ჩქარა ჩაიცვას გრძელი წინდები. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სკრუჩი ემსგავსება მას.
დაასახელეთ ის.

-ლაოკოონი
ჩათვლა:ლაოკოონის ქანდაკება.
კომენტარი: სკრუჩი სიჩქარისგან გრძელ წინდებში იხლართება და ემსგავსება ლაოკოონს გველებთან ბრძოლისას.
წყარო: Charles Dickens’ A Christmas Carol

19.
ცნობილია,რომ მან წელიწადზე მეტი პერუჯაში ტყვედ გაატარა. საკანს ერთადერთი,პაწაწინა სარკმელი ჰქონდა,რომელიც მას გარე სამყაროსთან აკავშირებდა.
ზოგიერთი ვერსიით,სწორედ აქ დაიწყო მან თავისი პირველი ქადაგება.
დაასახელეთ ის.

-წმინდა ფრანცისკ ასიზელი
კომენტარი: საკანს ერთადერთი პატარა სარკმელი ჰქონდა, საიდანაც მასთან ჩიტები შემოფრინდებოდნენ ხოლმე. სწორედ აქ დაიწყო წმინდა ფრანცისკ ასიზელმა თავისი პირველი ქადაგება ჩიტების მიმართ.
წყარო: Цветочки святого Франциска Ассизского. Амфора, 2006 г.

20.
სტატიაში თაუერ ბრიჯის შესახებ წერია,რომ ხიდი გახსნის დღიდანვე იზიდავდა მათ და სწორედ ამ მიზეზითაა მისი ზედა იარუსი ჩაკეტილი.
იაპონიაში არსებობს მათი ტყე,რომლიდანაც ფუძის ულამაზესი ხედები მოსჩანს.
დაასახელეთ ისინი.

-თვითმკვლელები
კომენტარი: თაუერ ბრიჯი გახსნის დღიდანვე იზიდავდა თვითმკვლელებს. იაპონიაში კი არსებობს თვითმკვლელთა ტყე, სადაც მათ შეუძლიათ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები ფუძის უმშვენიერესი ხედების ხილვაში გაატარონ.
წყარო: http://otvet.mail.ru/question/18654867/
http://interest-planet.ru/blog/Asia/60.html

21.
აბატი ბანიეს ნარკვევში ბერძნულ მითოლოგიაზე, ეს ალეგორიულად აღნიშნავს ფულს,რომლითაც მოსყიდული იყვნენ არგოსელი მცველები.
დაასახელეთ ეს მოვლენა,ორი სიტყვით.

-ოქროს წვიმა
კომენტარი:ბანიეს აზრით ზევსმა უბრალოდ მოისყიდა მცველები და ისე შეაღწია დანაესთან.
წყარო:Тайлор Бернетт ’’МИФ И ОБРЯД В ПЕРВОБЫТНОЙ КУЛЬТУРЕ’’ Издательство:Русич. 2000

22.
[დასარიგებელი მასალა]

[გამოტოვებულია] მოკვლა არ არის ერთადერთი [გამოტოვებულია],ხშირად მისი შეხება და შეხედვაც კი აკრძალულია.

თქვენ წინაშეა ციტატა,რომელშიც ჩვენ გამოვტოვეთ ორი სიტყვა.
დაასახელეთ წიგნი,საიდანაც ჩვენ მოცემული ციტატა ამოვიღეთ.

-ტოტემი და ტაბუ
კომენტარი: ტოტემის მოკვლა არ არის ერთადერთი ტაბუ,ხშირად მისი შეხება და შეხედვაც კი აკრძალულია.
წიგნს ეწოდება , რათქმაუნდა, ”ტოტემი და ტაბუ”,მისი ავტორია ზიგმუნდ ფროიდი.
წყარო: http://www.pseudology.org/Psyhology/Freid_TotemTaboo/04.htm

23.
გორან პეტროვიჩის,ერთერთი მოთხრობის გმირი იხსენებს,რომ ის ჯერკიდევ ადრეულ ბავშობაში დარჩა მარტოდმარტო ხეზე.
დაასახელეთ ეს ხე.

-გენეალოგიური ხე
კომენტარი: ის,ჯერკიდევ ადრეულ ბავშობაში გახდა საკუთარი გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი და ერთადერთი თავის გენეალოგიურ ხეზე.
წყარო: Горан Петрович ’’Атлас, составленный небом’’

24.
[დასარიგებელი მასალა]

დაასახელეთ სუბკულტურული ჟანრი,რომელსაც თქვენ წინაშე წარმოდგენილი ნახატები მიეკუთვნება.

-სუბმარინიზმი
კომენტარი: ნახატებზე გამოსახულია წყალქვეშანავები.ჟანრის სახელწოდებაა სუბმარინიზმი.
სუბკულტურა ამ შემთხვევაში კიდევ ერთი მინიშნებაა სწორ პასუხზე.
წყარო: http://www.submarinepaintings.com/los%20angeles%20class%20submarine%20thumbnail.JPG
http://www.submarinepaintings.com/USS%20Buffalo%20thumbnail.JPG

]]>
http://fg.tbiliso.ge/?feed=rss2&p=585 0
ლევან ცაგარელის კითხვები (გაზაფხული 2010) http://fg.tbiliso.ge/?p=578 http://fg.tbiliso.ge/?p=578#comments Sun, 30 May 2010 08:57:28 +0000 ილია ლეჟავა http://fg.tbiliso.ge/?p=578 პირველი ტური

1.
[დასარიგებელი მასალა]

(მითითება წამყვანს:დაელოდოს სანამ მასალას დაარიგებენ,შემდეგ იკითხოს ყველას მიუვიდა თუ არა მასალა. მოიცადოს რამოდენიმე წამით და შეკითხვის ტექსტი წაიკითხოს ძალიან ნელა და გაწელილად)
როგორც იქნა, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ F.G-ს სუპერფინალი, რომლის გახსნასაც ყველანი მოუთმენლად ველოდით. ყურადღებით,პირველი კითხვა:

თქვენ წინაშეა,ძველი ქართული ხემიანი საკრავი, რომელიც გავრცელებული იყო სვანეთში, რაჭაში, ხევსურეთსა და თუშეთში.
დაასახელეთ ეს საკრავი.

-ჭიანური
ჩათვლა:ჭუნირი
კომენტარი: ჩვენ განგებ გავაჭიანურეთ შეკითხვის დასმის პროცესი. ამ ტურნირის დაწყებაც ერთი კვირით გადაიდო ანუ გაჭიანურდა. სწორი პასუხია ჭიანური.
წყარო: http://www.hangebi.ge/chuniri.htm

2.
მაქსიმ გორკი ერთერთ სტატიაში წერს:
”ის ისარივით მოექანება თქვენსკენ-უფრთხილდით! გეჩვენებათ, თითქოს ესესაა საშინელი ძალით შემოიჭრება იმ წყვდიადში, რომელშიც ზიხართ და თვალისდახამხამებაში დაბეგვილი ხორცითა და დამსხვრეული ძვლებით სავსე ტომრად გაქცევთ.”
დაასახელეთ,ფრანგული გვარი,რომელიც ამ სტატიაში ფიგურირებს.

-ლუმიერი
კომენტარი: მაქსიმ გორკი ასე აღწერს ძმები ლუმიერების მატარებელს.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Прибытие_поезда_на_вокзал_Ла-Сиоты_(фильм)

3.
ცნობილი მარკის ”Havana Club”-ისადმი მიძღვნილ სტატიაში საუბარია ამ სასმელის იქსებზე.
დაწერეთ იქსი ორი სიმბოლოს გამოყენებით.

-
კომენტარი:სტატიაში საუბარია სასმელის კუბურ ფესვებზე.
კუბური ფესვი აღინიშნება შემდეგნაირად: .
წყარო: http://winemaking.ge/WINE/სასმელები/page/2
http://ru.wikipedia.org/wiki/Знак_корня

4.
[დასარიგებელი მასალა]

იმისგამო,რომ მცენარე პუანსეტია,როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში ყვავილობს ,მას ასევე უწოდებენ ამას.
მასში ფიგურირებს ქალაქის სახელწოდება.
დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.

-ბეთლემის ვარსკვლავი
კომენტარი: როგორც ხედავთ პუანსეტია თავისი ფორმით წააგავს ვარსკვლავს, რადგან მისი ყვავილობა კალენდარულად შობის დღესასწაულს ემთხვევა,მას ასევე უწოდებენ ’’ბეთლემის ვარსკვლავს’’.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Молочай_красивейший

5.
(მითითება წამყვანს:შეკითხვა წაიკითხოს ნელა,ისე რომ გუნდებმა მოასწრონ მისი ჩაწერა. არ გაამახვილოს ყურადღება,რომ ”იქსი” ასოებით არის ჩაწერილი.)
ყურადღებით,ჩაიწერეთ ტექსტი:
სწავლის მიტოვების შემდეგ იქსმა კანონგარეშე ცხოვრება დაიწყო და მალე ის ძარცვისათვის დაიჭირეს.ციხეში მან გადაწყვიტა შეეცვალა თავისი გვარი,რომელიც მის შავ წარსულთან ასოცირდებოდა და სამართლიანობისა და ჩაგრულთა უფლებებისათვის დაეწყო ბრძოლა.
შეკითხვის ტექსტში ჩვენ შვიდი ასო გამოვტოვეთ.
აღადგინეთ გამოტოვებული ასოები.

-მალკოლმ
კომენტარი: საუბარია მალკოლმ იქსზე,რომელიც მანამ სანამ შავკანიანთა უფლებების დაცვისათვის ბრძოლაში ჩაერთვებოდა ძარცვისათვის იჯდა ციხეში.ციხეში მან შეიცვალა საკუთარი გვარი და დაირქვა მალკოლმ იქსი. სიტყვები ”შავი წარსული” კიდევ ერთი მინიშნება იყო მალკოლმ იქსზე.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Malcolm_X

6.
გურმანებისათვის განკუთვნილ ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში,უგემრიელესი რესტორნებით მდიდარი იაპონური ქალაქი კობე წამყვანმა შეადარა სრულიად სხვა, წითელ ზღვასთან დაახლოებით ას კილომეტრში მდებარე ქალაქს.
დაასახელეთ ეს ქალაქი.

-მექა
კომენტარი: წამყვანის სიტყვებით, ნებისმიერი ჭეშმარიტი გურმანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იყოს ნამყოფი ქალაქ კობეში,რადგან კობე გურმანების მექაა. სწორი პასუხია ”მექა”.
წყარო: TV LUXE. 17 აპრილი. გადაცემა ქალაქ კობეს რესტორნებზე.

7.
ძველად,ინგლისურ თეატრებში,იმისათვის რომ დაჭრილი ან მომაკვდავი მსახიობი ძირს დავარდნისას არ დასვრილიყო, სცენაზე სპეციალურად ეგო ხალიჩები.
როგორც იგორ სტუპნიკოვი აღნიშნავს,ხალიჩები ინგლისურ თეატრში ასრულებდა ამის როლს.
დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.

-ჩეხოვის იარაღი
კომენტარი: თუ სცენაზე იარაღია ჩამოკიდებული დამასრულებელ აქტში ვიღაც აუცილებლად გაისვრის. ასეთივე როლს ასრულებდა ძველ ინგლისურ თეატრებში ხალიჩები.
წყარო: http://www.ozon.ru/context/detail/id/1699716/

8.
ლეგენდის ერთერთი ვარიანტის თანახმად, ზევსმა ლედას ოთახში ფანჯრიდან შეაღწია.
დაასახელეთ,ორი სიტყვით, რა ობიექტის წარმოშობას უკავშირდება ეს ლეგენდა.

-გედის თანავარსკვლავედი.
კომენტარი: ლეგენდის თანახმად,ზევსი გედის თანავარსკვლავედად გადაიქცა და ლედას ოთახში პირდაპირ ღამის ციდან შეაღწია.
წყარო: Рихард Мутер: Всеобщая история живописи. Издательство: Эксмо. 2008

9.
ერთერთ სტატიაში პაბლო პიკასოს შესახებ ვკითხულობთ:
”მთელი მისი შემოქმედების განმავლობაში მხატვარი დროგამოშვებით ქმნიდა სკულპტურულ ნაწარმოებებს.”
დაასახელეთ სიტყვა,რომელიც მოცემულ ტექსტში ჩვენ შევცვალეთ სიტყვით ”დროგამოშვებით’’.

-პერიოდულად
კომენტარი: მართლაც,პიკასო სკულპტურულ ნაწარმოებებს თავისი შემოქმედების თითქმის ყველა პერიოდში ქმნიდა.
წყარო: http://www.diclib.com/cgi-bin/d1.cgi?l=ru&base=colier&page=showid&id=8537

10.
ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, პირველი ეს დაწერა მოციქულმა ლუკამ.
დაასახელეთ ეს.

_ხატი
ჩათვლა:ზუსტი პასუხი.
კომენტარი: სიტყვა წერას ქართულ ენაში რამოდენიმე მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიგულისხმეთ ხატების წერა ანუ ხატწერა.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Иконописец

11.
[დასარიგებელი მასალა]

თქვენ წინაშეა ავთო ვარაზის ცნობილი ტილო, რომელსაც ეწოდება ეს.
დაასახელეთ ძველი ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟი,რომელსაც ჰქონდა ეს.

-მინოტავრი
კომენტარი: დარიგებულ მასალაზე გამოსახული იყო ავთო ვარაზის ტილო ”ხარის თავი”.
მინოტავრს,როგორც ცნობილია,ჰქონდა ადამიანის ტანი და ხარის თავი.
წყარო: http://burusi.wordpress.com/2010/03/14/avto-varazi-3/
http://en.wikipedia.org/wiki/Minotaur

12.
(მითითება წამყვანს:სწორი პასუხის გამოცხადების შემდეგ წაიკითხოს კომენტარი.)
ზაზა კოშკაძის მოთხრობაში ”სიამოვნება” საუბარია უცნაურ სასიყვარულო სამკუთხედზე.მოთხრობის მთავარ გმირს უყვარდება ისინი.
დაასახელეთ ისინი.

-სიამის ტყუპები
კომენეტარი:სიამო-ვნება. მართლაც რომ უცნაური სასიყვარულო სამკუთხედი.:)
წყარო: ზაზა კოშკაძე ”სიამოვნება” .

]]>
http://fg.tbiliso.ge/?feed=rss2&p=578 0
შედეგები http://fg.tbiliso.ge/?p=574 http://fg.tbiliso.ge/?p=574#comments Sat, 29 May 2010 15:12:18 +0000 ილია ლეჟავა http://fg.tbiliso.ge/?p=574

]]>
http://fg.tbiliso.ge/?feed=rss2&p=574 1
საგაზაფხულო ღია ტურნირი http://fg.tbiliso.ge/?p=548 http://fg.tbiliso.ge/?p=548#comments Mon, 10 May 2010 10:30:22 +0000 ილია ლეჟავა http://fg.tbiliso.ge/?p=548 როგორც უკვე ცნობილია, ინტელექტ კლიბის რა?სად?როდის? თბილისის ახალგაზრდული ლიგის ორგანიზებით, 29 მაისის სტარტს იღებს საგაზაფხულო ღია ტურნირი ინტელექტუალურ თამაშებში, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ჩვენი კლუბის ყველა მოქმედ გუნდს (ასაკში შეზღუდვა არ არის). ტურნირის ფარგლებში მოხდება სამი თამაშის ორგანიზება:

29 მაისი , ინტელექტუალური თამაში რა?სად?როდის? (სპორტული ვერსია) – 36 კითხვა (ავტორი და რედაქტორი ლევან ცაგარელი)

5 ივნისი  , ერუდიტ–სექსტეტი  (თბილისის ახალგაზრდული ლიგის 9 საუკეთესო გუნდისთვის) – ავტორი რატი შუბლაძე

5 ივნისი , ბრეინ რინგი – მონაწილეობას მიიღებს საგაზაფხულო ღია ტურნირის სპორტულ რ?ს?რ? შედეგების მიხედვით თექვსმეტ საუკეთესო გუნდი – ავტორი ირაკლი ბოჭორიშვილი

ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად, გუნდმა უნდა გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია მეილზე: FG.Tbiliso@yahoo.com.

]]>
http://fg.tbiliso.ge/?feed=rss2&p=548 0
ყურადღება http://fg.tbiliso.ge/?p=542 http://fg.tbiliso.ge/?p=542#comments Sun, 09 May 2010 18:12:07 +0000 ილია ლეჟავა http://fg.tbiliso.ge/?p=542 თბილისის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი ლიგისთვის, ჩვენი რედაქტორის, ირაკლი გუნიას მიერ შერჩეულ იქნა შემდეგი ავტორების მიერ შედგენილი კითხვები: აგლაძე (4 კითხვა – 20 ლ.), ცაგარელი ( 7 კითხვა –35 ლ. ), ჭეიშვილი ( 1 კითხვა – 5 ლ.), გაბრიჭიძე ( 23 კითხვა – 115 ლ.), სილაგაძე ( 2 კითხვა – 10 ლ.), ჩხიკვაძე ( 1 კითხვა – 5 ლ.), ქინქლაძე ( 7 კითხვა – 35 ლ.), ვაჭარაძე ( 6 კითხვა – 30 ლ.),  ბოჭორიშვილი ( 1 კითხვა – 5 ლ.), შუბლაძე (2 კითხვა – 10 ლ.).

ზემოთ ჩამოთვლილ ავტორებს, კუთვნილი თანხის მისაღებად ვთხოვთ დაუკავშირდნენ ახალგაზრდული ლიგის კომისარს ილია ლეჟავას

ტელ: 8(77) 24–49–12   ან 8(93) 15–80–06

სკპ:   ILO.GE

ელ–ფოსტა: FG.Tbiliso@yahoo.com

]]>
http://fg.tbiliso.ge/?feed=rss2&p=542 0
არგონავტები – თბილისის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონია http://fg.tbiliso.ge/?p=535 http://fg.tbiliso.ge/?p=535#comments Sun, 09 May 2010 09:33:34 +0000 ილია ლეჟავა http://fg.tbiliso.ge/?p=535 8 აპრილს, დასრულდა ინტელექტ კლუბ ,,რა?სად?როდის?, თბილისის პირველი (ექსპერიმენტალური) ჩემპიონატი ახალგაზრდულ გუნდებს შორის.

დედაქალაქის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა  გუნდმა  ,,არგონავტები”  – კაპ: ნიკოლოზ აგლაძე

ასევე 8 მაისს გაიმართა თბილისის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო ტური, სადაც გამოვლინდა ის სამი გუნდი რომლებიც მომდევნო სეზოს ჩაატარებენ უმაღლეს ლიგაში.

პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა გუნდი  ,, დიპლომატი” – კაპ: ინგა კუბეცია

]]>
http://fg.tbiliso.ge/?feed=rss2&p=535 0
V ტური http://fg.tbiliso.ge/?p=526 http://fg.tbiliso.ge/?p=526#comments Thu, 06 May 2010 09:31:40 +0000 ილია ლეჟავა http://fg.tbiliso.ge/?p=526 შაბათს, 8 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება თბილისის ახალგაზრდული ლიგის ბოლო ტური

პირველი ლიგა: 13:30

უმაღლესი ლიგა: 14:30

]]>
http://fg.tbiliso.ge/?feed=rss2&p=526 1