მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისის 23-ე საშ. სკოლაში ჩატარდება საქველმოქმედო თამაში! 
გუნდების შესატანებიდან შეკრებილი თანხა მთლიანად გადაეცემა 23-ე საშ. სკოლის მე-7 კლასელს ანა ალთუნაშვილს. ის შარშან ზაფხულში ავარიაში დაიმტვრა. თითქმის 4 თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. საბედნიეროდ, მცირე ხნის წინ, ანა კომიდან გამოვიდა, თუმცა მდგომარეობა მაინც მძიმეა. იგი კვლავ რეანიმაციაში იმყოფება – ვერ დადის და ვერ საუბრობს. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბავშვის სამედიცინო მომსახურება მშობლებს დღეში დაახლოებით 150 ლარი უჯდებათ. 23-ე საშ. სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა უკვე რამდენიმე საქველმოქმედო ღონმისძიება მოაწყვეს პატარა ანას დასხმარებლად, მაგრამ სამწუხაროდ შემოწირულებები მწირია.
ანას დასახმარებლად გადავწყვითეთ „რა? სად? როდის?“ საქველმოქმედო თამაშის მოწყობა. როგორც ცნობილია, ქართულ ინტელექტ-კლუბში ბევრი 23-ე სკოლელია – უპირველესად ჩვენ მათი დახმარების იმედი გვაქვს. ჩვენ გვჯერა, რომ კლუბის სხვა წევრებიც არანაკლებ წვლილს შეიტანენ პატარა ანას დახმარებაში.
ყველა მოაზროვნეს ვთხოვთ, გაუგზავნონ თითო-ოროლა შეკითხვა საქველმოქმდეო თამაშის მთავარ რედაქტორს გიორგი ბაქრაძეს (bakrik@gmail.com), რომელიც მოამზადებს ტურნირის პაკეტს. საქველმოქმედო ტურნირი შედგება კვირას, 21 თებერვალს თბილისის 23-ე სკოლაში. თითოეული გუნდის მიერ შემოწირული 30 ლარიანი საწევროთი ჩვენ ანა ალთუნაშვილის ოჯახს დავეხმარებით.
ტურნირში მონაწილეობის მსურველები გამომეხმაურეთ,
mariam.nutsubidze@gmail.com, 879 500010
1. კამელოტი
2.ექსკალიბური
3.შაში-იაქე
4.აისბერგი
5.25-ე საათი
6.26-ე საათი
7.ქარონი
8.გიორგი ტუღუშის ექვსეული
9.ინტეგრალი
10.ჰუნები
11.KGB
12.FF
13.შავი ზღვა
14.სოლარისი (?)
15.ვიტამინი
16.ვანდერა
17.დუდენი
18.სტანდარტი
ჩვენ ვმონაწილეობთ ამ ტურნირზე.
შენ?!
You must be logged in to post a comment.