კითხვების კრებული I ტური (უმაღლესი ლიგა)

უმაღლესი ლიგა

06.03.10

I ტური (რედაქტორიირაკლი გუნია)

ავტორი: ირაკლი გუნია

1. 1789–1797 წლებში აბიგაილ ადამსი, სანამ გახდებოდა მეორე პირველი X, იყო პირველი მეორე X. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.

ლედი

კომ.: აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტის ცოლს ეწოდება მეორე ლედი, ჯონ ადამსი იყო პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

წყარო: ბმული

2. [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა თანამედროვე ამერიკელი მხატვრის ტილო. დაასახელეთ ტილოს სახელწოდება სამი სიტყვით.

აპოკალიფსის ოთხი მხედარი

წყარო: ბმული

3. თავის მოთხრობაში ჰენრი წერდა, რომ ერთ-ერთ პერსონაჟ ქალს ჰიპოტენუზის ადგილი ეკავა. დაასახელეთ ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც ჰენრი იხსენიებს იმავე აბზაცში.

სასიყვარულო სამკუთხედი

წყარო: О. Генри, Рассказы, М., Айрис Пресс, 2005, с. 46

4. ერთ-ერთ წერილში გრიგოლ ორბელიანი ერთმანეთს ადარებდა თავისი დროის ორ მხედარმთავარს და წერდა, რომ ორივე მათგანს ჰყავდა საკუთარი მურატი. დაასახელეთ ორივე მხედარმთავარი.

შამილი, ნაპოლეონი

კომ.: იგულისხმება, ერთი მხრივ, ჰაჯი-მურატი, მეორე მხრივ _ იოაჰიმ მიურატი. ორივე მათგანმა ერთი ხანი უღალატა თავის ხელისუფალს.

წყარო.: ელგუჯა მაღრაძე, გრიგოლ ორბელიანი: წერილები, თბ., 1989, გვ. 391

5. მას ეძახდნენ “ანგელოზს მოხრილი ფეხებით”. ბავშვობაში კი დედამისმა უთხრა, რომ იმდენ ჩიტს იჭერდა, რომ თვითონაც ჩიტად გადაიქცეოდა. დაასახელეთ იგი.

გარინჩა

კომ.: გარინჩა “პატარა ჩიტს” ნიშნავს.

წყარო.: Горанский, И. В. Жизнь и смерть Маноэла дос Сантоса Гарринчи. С. 27, ბმული

6. როგორც ცნობილია, იასირ არაფატი მთელი ცხოვრება თავისზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებს ებრძვოდა და დაგებულ საფრთხეებს გაურბოდა. დაასახელეთ 1940 წელს გამოჩენილი პერსონაჟი, რომელსაც მან რამდენიმეჯერ თავი შეადარა.

ჯერი

კომ.: 1940 წელს გამოჩნდა ცნობილი ანთროპომორფული თაგვი ჯერი.

წყარო: ბმული, ბმული

7. შექსპირის ტრაგედიაში პრინცი ჰამლეტი ამბობს რომ ბრუტუსისგან “სასტიკი” ქმედებაა კაპიტოლიუმში კაპიტალური სხეულის მოკვლა. დაასახელეთ, რომელი სიტყვაა შეცვლილი სიტყვით “სასტიკი”.

ბრუტალური

კომ.: ჰამლეტი მიმართავს კალამბურს: ბრუტუსი _ ბრუტალური, კაპიტოლიუმი _ კაპიტალური.

წყარო: ბმული, ბმული

8. ბეტმენის ასისტენტ ალფრედ პენივორტს ბრიტანული სამხედრო გამოცდილება ჰქონდა და ამასთან სამედიცინო დახმარებას უწევდა სუპერ-გმირს. დაასახელეთ ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც იგი ამგვარად ეფუძნება.

ექიმი ვატსონი

კომ.: ექიმ ვატსონს ავღანეთში ბრიტანული არმიას ემსახურებოდა.

წყარო: ბმული

9. 1988 წელს გამოცემული ამ ადამიანის ავტობიოგრაფიის კოდური სახელწოდება იყო ნილ არმსტრონგი, პირველი მთვარეზე მოსიარულე. დაასახელეთ ეს ადამიანი.

მაიკლ ჯექსონი

კომ.: ავტობიოგრაფიას ეწოდებოდა “Moonwalk”.

წყარო: ბმული

10. მათი რიცხვი ისრაელში 700- აღემატება და მათ ებრაელები შომრონიმს ეძახიან. მათ სახელს ეძახიან ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრებს. დაასახელეთ ეპითეტი, რომელიც გამოიყენეს მათი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის მიმართ.

კეთილი

კომ.: საუბარია სამარიტელებზე და სახარებისეულ ცნობილ პერსონაჟზე.

წყარო: ბმული, ბმული

11. [რიგდება მასალა]

Young and easily freudened

თქვენს წინაშეა ჯეიმს ჯოისის რომანფინეგანის სამძიმარიდანამოღებული ფრაზა, რომელიც აღწერს ფსიქიკური პრობლემების მქონე გოგონას. ფრაზაში ერთ-ერთ სიტყვას კითხვის ავტორმა ჩაუმატა ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.

Yung

კომ.: ჯოისმა გამოიყენა სიტყვათა თამაში. Young-ის (“ახალგაზრდა”) ჩაწერა Yung, frightened (“შეშინებული”) მაგივრად ჩაწერა freudened.

12. 1403 წელს ვენეციასთან მდებარე სანტა მარია დი ნაზარეთის კუნძულზე გაიხსნა განსაკუთრებული ტიპის საავადმყოფო. დაასახელეთ ბიბლიური პერსონაჟი, რომლის სახელს ატარებდა საავადმყოფო.

ლაზარე

კომ.: ამ კუნძულზე გაიხსნა პირველი ლაზარეთი.

წყარო: ბმული

13. ალპებში ნადირობის შემდეგ ავსტრიელმა მწერალმა ფელიქს ზალტენმა დაწერა წიგნი, რომლის ქვესათაურია “ცხოვრება ტყეში”. იგი ნაცისტურ გერმანიაში აიკრძალა, რადგან ალეგორიულად ებრაელთა დევნას გამოხატავდა. დაასახელეთ ამ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი.

ბემბი

წყარო: ბმული, ბმული

14. ვკითხულობ ნელა და გარკვევით! დაასახელეთ ორი სიტყვით, ლათინურად ან ქართულად, ონსლოუს გრაფის საგვარეულო დევიზი.

იჩქარე ნელა (Festina Lente)

კომ.: დევიზი წარმოადგენს კალამბურს გრაფის გვარზე, on-slow ინგლისურად აღნიშნავს იმავე სიტყვებს.

წყარო: ბმული, ბმული

15. ყავის მწარმოებელი კომპანიისმაქსველ ჰაუსისდევიზიაკარგია X-მდე”. ერთ-ერთი სპორტული მიმოხილვის მიხედვით, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მწვრთნელის დასათხოვნად ჰონდურასთან მარცხი აღმოჩნდა X. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

უკანასკნელი წვეთი (ბოლო წვეთი)

წყარო: ბმული, ბმული

ავტორი: ილია ლეჟავა   @   9 მარტი 2010

Like this post? Share it!

RSS Digg Twitter StumbleUpon Delicious Technorati Facebook

0 კომენტარი

No comments yet. Be the first to leave a comment !
Leave a Comment

You must be logged in to post a comment.

წინა სიახლე
« I ტური
შემდეგი სიახლე
კითხვების კრებული I ტური (I ლიგა) »
Powered by Wordpress   |   Lunated designed by ZenVerse

© 2009 Tbiliso Forum Games