კითხვების კრებული I ტური (I ლიგა)

კატეგორია: Uncategorized

I ლიგა

06.03.10

I ტური (რედაქტორი – ირაკლი გუნია)

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

1. ამერიკელი ფანტასტი მწერლის ერიკ ფრენკ რასელის ერთ–ერთ მოთხრობაში ექსპედიცია ჩადის აბორიგენებით დასახლებულ პლანეტაზე. აბორიგენთა მეტყველებაში გარკვეულმა სიტყვებმა და გამოთქმებმა მნიშვნელობა დროთა განმავლობაში შეიცვალა. დაასახელეთ, რომელი გამოთქმის მაგივრად იყენებენ ისინი სიტყვებს „ახლავე გაიხადე ფეხსაცმელები“.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

წყარო: Эрик Фрэнк Рассел «Эта безумная вселенная», Санкт-Петербург, «Домино», 2007. стр.148

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

2. ვახტანგ ჯავახაძეს თავის წიგნში “33 აცაბაცააქვს ორი ერთმანეთისგან ტირეთი გამოყოფილი სიტყვისგან შემდგარი პალინდრომი. ერთ-ერთი მათგანი შედგარია ორი ცნობილი ქართული ანსამბლის სახელწოდებებისგან. დაასახელეთ ეს პალინდრომი.

ორერა-რერო

წყარო: ვახტანგ ჯავახაძე, 33 აცაბაცა, ნახატი პალინდრომები, გამომც. ახალი საქართველო, თბილისი, 2005 გვ. 6

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

3. საფრანგეთის რევოლუციური ომების დროს ჟოზეფ–მიშელის და ჟაკ–ეტიენის გამოგონებას იყენებდნენ მტრის პოზიციების დასაზვერად. დაასახელეთ ეს გამოგონება.

– საჰაერო ბურთი

კომენტარი: მათი გვარია მონგოლფიე

წყარო: ბმული

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

4. ფილმშიბობიერთ-ერთი პერსონაჟი მზარეული ეუბნება მექსიკელ კოლეგას, რომ ყველა ემიგრანტი ქვეყნის გარეთ უნდა გაასახლონ. ამის პასუხად ეს უკანასკნელი ამბობს: ჩვენ მასთან არ მივსულვართ, ის თავად მოვიდა ჩვენთან. დაასახელეთ, რას გულისხმობდა იგი.

– საზღვარი

წყარო: ბმული

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

5. პოპ–მუსიკის სუბ–ჟანრს, რომელიც ოპერულ სტილშია შესრულებული, ვიკიპედიის მიხედვით, მოიხსენიებენ ერთი შედგენილ სიტყვით. დაასახელეთ ეს სიტყვა.

პოპერა

კომენტარი: პოპ+ოპერა

წყარო: ბმული

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

6. ძვ. . 511 წელს დრამატურგმა ფრინიქემ თავის ტრაგედიაში პირველად გამოიყვანა ისინი და მათთვის დაამკვიდრა ახალი ნიღაბი, რომელიც თეთრად შეღებილი ტილოსგან იყო დამზადებული. დაასახელეთ ორი სიტყვით, რა სიახლე შეიტანა მან ბერძნულ ტრაგედიაში?

ქალი პერსონაჟები

კომენტარი: მანამდე ტრაგედიის პერსონაჟებად მხოლოდ კაცები გამოჰყავდათ, რომელთათვისაც მუქი ფერის ნიღბები იყო განკუთვნილი. ამისა შემდეგაც ქალ პერსონაჟებსაც კაცები ანსახიერებდნენ

ლიტ.: ევრიპიდე, ნაკადული, თბილისი, 1979 გვ. 8

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

7. XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დიდი ბრიტანეთის ტერიტორია სამხრეთით, დუვრის მახლობლად, გაიზარდა 90 აკრით. დაასახელეთ, რა იყო ამის მიზეზი.

– ევროგვირაბი (გვირაბი ლა-მანშის ქვეშ)

წყარო: ბმული

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

8. დაასახელეთ ფილმი, რომლის ტიტრებში არის რიცხვები: 1955, 1985, 2015.

– უკან მომავალში

კომენტარი: ამ წლების მიხედვით არის დაყოფილი მსახიობები, რომლებიც შესაბამის წლებში მიმდინარე მოქმედებაში თამაშობენ.

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

9. იმპერატორ ავგუსტუსის ცოლს ლივიას სიეშმაკის გამო მოიხსენიებდნენ, როგორც კაბაში დამალულ მას. თავის დროზე, მან მოახერხა კაბაში დამალული ადამიანის გამომჟღავნება. დაასახელეთ იგი.

– ოდისევსი (ულისე)

კომენტარი: ოდისევსმა გამოამჟღავნა აქილევსი, რომელიც კაბაში დამალული ცდილობდა ტროას ომისგან თავის დაღწევას.

წყარო: ბმული

ბერძნული მითების სამყარო, ტროას ომი, პროგრამალოგოსი”, გვ. 59

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

10. ერთმა სამხრეთამერიკელმა თქვა, რომ იგი ნათელ ან დაბინდულ მოჩვენებებს შორის ცხოვრობდა, მაგრამ არა წყვდიადში. დაასახელეთ ეს სამხრეთამერიკელი.

ბორხესი

კომენტარი: გი დაბრმავდა.

წყარო: Пётр Вайль, Гений места, изд. Колибри; 2006, стр. 109

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

11. ოსური ეპოსის ერთ–ერთი გამორჩეული გმირის ქორწინება მზის ასულზე გარკვეულ ასოციაციას გვიქმნის საქართველოს ისტორიასთან. დაასახელეთ ამ გმირის სახელი

სოსლანი

წყარო: „ნართები“, გამომცემლობა „ირისთონი“, ცხინვალი, 1988, გვ. 12

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

12. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მისი დახმარებით ღამის ნადირობისას კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები ზუსტად შეიგრძნობენ ჰაერის მოძრაობას მსხვერპლის გარშემო და შესაბამისად მოძრაობენ. დაასახელეთ იგი.

ულვაში

წყარო: ბმული

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

13. ფილმ “ტელეპორტში” როდესაც მთავარი პერსონაჟი ათვალიერებს კოლიზეუმს, მას ხვდება მეორე პერსონაჟი და ეუბნება, რომ მდევრები უკვე წამოეწივნენ და დასძენს, რომ X-ის დრო არ არის. დაასახელეთ X ორი სიტყვით, თუ იგი წარმოადგენს სხვა ფილმის სახელწოდებას.

რომაული არდადეგები

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

14. ნეტარი ავგუსტინე თავის მეგობარზე წერდა, რომ ამ ადგილას ის უკვე აღარ იყო ადამიანი, რომელიც იქ მივიდა, არამედ ბრბოს ნაწილი, რომელთანაც მივიდა. დაასახელეთ ადგილი, სადაც მივიდა მისი მეგობარი.

კოლიზეუმი

კომენტარი: მივიდა გლადიატორთა ბრძოლაზე

წყარო: Пётр Вайль, Гений места, изд. Колибри; 2006, стр. 101

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

15. მას ჩვენ იაპონური სახელწოდებით ვიცნობთ, რომელიც ინგლისურად დიდი ასოთი იწერება. აგრეთვე პირველ ასოს მუქი შრიფტით წერენ, რათა არ აერიოთ გავრცელებულ ინგლისურ ზმნაში. დაასახელეთ იგი.

– გო

წყარო: ბმული

ავტორი: გაგი გაბრიჭიძე

ავტორი: ილია ლეჟავა   @   9 მარტი 2010

Like this post? Share it!

RSS Digg Twitter StumbleUpon Delicious Technorati Facebook

0 კომენტარი

No comments yet. Be the first to leave a comment !
Leave a Comment

You must be logged in to post a comment.

წინა სიახლე
« კითხვების კრებული I ტური (უმაღლესი ლიგა)
შემდეგი სიახლე
ყურადღება! »
Powered by Wordpress   |   Lunated designed by ZenVerse

© 2009 Tbiliso Forum Games