დებულება

თბილისის ახალგაზრდული ლიგა

ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” (სპორტული ვერსია)

პირველი (ექსპერიმენტული) ჩემპიონატი

გაზაფხული, 2010

1. მიზანი და ამოცანები

თბილისის ახალგაზრდული ლიგა ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” (სპორტული ვერსია), შემდგომშიჩემპიონატი” მიზნად ისახავს:

1) საქართველოში ინტელექტუალური თამაშების ფართოდ დანერგვას, შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციას.

2) ქვეყნის სტუდენტი-ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონისა და ერუდიციის ამაღლებას, მათ მომზადებას ინტელექტუალთა საერთაშორისო შეჯიბრებებისა და სატელევიზიო თამაშებისათვის.

3) თბილისის ახალგაზრდული ლიგის პირველი ჩემპიონატის გამარჯვებულისა და პრიზიორების გამოვლენას ინტელექტუალურ თამაშშირა? სად? როდის?” (სპორტული ვერსია).

2. შეჯიბრების ხელმძღვანელობა, ჩატარების დრო და ადგილი

1) ჩემპიონატს ატარებს საქართველოს კლუბირა? სად? როდის?” მიერ შექმნილი თბილისის ახალგაზრდული ლიგის საორგანიზაციო კომიტეტი.

2) შეჯიბრების ჩატარების კალენდარი განისაზღვრება საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დადგენილ ვადებში (იხილე დანართი).

3) ჩემპიონატის თამაშებს ემსახურება: ლიგის კომისრი, წამყვანი, მთავარი რედაქტორი, სეკუნდანტებ და შეკითხვების ავტორები, რომელთაც ნიშნავს ორგკომიტეტი.

4) შეჯიბრება ტარდება “რა? სად? როდის?” კლუბების საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური წესების შესაბამისად.

3. თბილისის ახალგაზდული ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მონაწილეობის წესები

1) თბილისის ახალგაზრდული ლიგის რეგულარული ჩემპიონატი შედგება 2 ლიგისგან: სუპერლიგა და პირველი ლიგა.

2) ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლიგებს შორის გუნდების მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად:

· სუპერლიგაში მე–15 ადგილოსანი და უარესი შედეგის მქონე გუნდი გადაინაცვლებს პირველ ლიგაში;

· პირველ ლიგაში 14 ადგილზე გასული გუნდები გადაინაცვლებს სუპერლიგაში;

3) იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გუნდი თავისი სურვილით, ფინანსური შესატანის დროულად არ შეტანის, ან სხვა მიზეზების გამო უარს აცხადებს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე, მის ადგილს დაიკავებს სეზონის ბოლოს დაგროვილი ქულებით მის შემდეგ მყოფი გუნდი.

4) იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გუნდი აგროვებს თანაბარ ქულებს, ზემდგომ ლიგაში გადადის ან ქვედა ლიგაში ვარდება უკეთესი/უარესი რეიტინგის მქონე გუნდი (რეიტინგი დაითვლება იმის მიხედვით, თუ ვის უფრო მეტი მაღალი ადგილი აქვს დაკავებული რეგულარული ჩემპიონატის შესაბამისი ლიგის ყველა ტურში).

4. გუნდების განაცხადის გაფორმება და საერთო პირობები

1) ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი გუნდის განაცხადი საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნას სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ელ-ფოსტაზე: FG.Tbiliso@yahoo.com

2) განაცხადში შეიძლება შეტანილი იქნას 9 მოთამაშის გვარი. განაცხადში შეიძლება მხოლოდ 1985 წელს და უფრო გვიან დაბადებული პირების შეტანა. 1984 წელს და უფრო ადრე დაბადებული პირები ახალგაზრდულ ლიგაში არ დაიშვებიან.

3) ჩემპიონატში მონაწილე გუნდებში უნდა თამაშობდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც შეტანილნი არიან გუნდის განაცხადში.

4) ჩემპიონატზე ერთ მოთამაშეს შეუძლია იყოს მხოლოდ ერთი გუნდის წევრი. ჩემპიონატის განმავლობაში გუნდიდან გუნდში გადასვლა დაუშვებელია.

5) თამაშის დროს გუნდში მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა უდრის 6-, მინიმალური – 3–ს. გამონაკლისი არ დაიშვება.

5. ჩემპიონატის ჩატარების სისტემა და პირობები

· ჩემპიონატი სუპერლიგაში

1) სუპერლიგაში მონაწილეობს 18 გუნდი.

2) ჩემპიონატი გაიმართება 5 ტურად.

3) თითოეული ტურში დასმული იქნება 15 შეკითხვა. დასმული 75 კითხვის საფუძველზე გამოვლინდება სუპერ ლიგის ტურის გამარჯვებული.

4) ხუთი ტურის შემდეგ გამოვლინდება სუპერლიგის გამარჯვებული, რომელიც გახდება თბილისის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი.

5) იმ შემთხვევაში, თუ ქულების საბოლოო შეჯამების შემდეგ თანაბარი ქულები მოაგროვა ერთზე მეტმა გუნდმა, ყველა მათგანი გამოცხადებულ იქნება თანა–ჩემპიონად.

6) ხუთი ტურის შემდეგ გამოვლინდებიან ის გუნდები, რომლებიც 3.3 პუნქტის მიხედვით დატოვებენ სუპერლიგას.

· ჩემპიონატი პირველ ლიგაში

1) პირველ ლიგაში მონაწილეობს 2022 გუნდი.

2) ჩემპიონატი გაიმართება 5 ტურად.

3) თითოეული ტურში დასმული იქნება 15 შეკითხვა.

4) ხუთი ტურის შემდეგ გამოვლინდება პირველი ლიგის გამარჯვებული და მეორეადგილოსანი, რომლებიც მოიპოვებენ სუპერ ლიგაში გადასვლის უფლებას; ასევე გამოვლინდება ის გუნდები, რომლებიც 3.3 პუნქტის მიხედვით დატოვებენ პირველ ლიგას.

6. ტურში ქულების დარიცხვის წესი

1) ყოველ გუნდს ერთი სწორი პასუხისათვის ერიცხება ერთი ქულა.

2) თითოეული ტურის შემდეგ დგება სატურნირო ცხრილი, რომელშიც გუნდები დალაგდებიან დაგროვილი ქულების მიხედვით.

3) თუ ორი ან მეტი გუნდი მოაგროვებს ქულების თანაბარ რაოდენობას, ისინი იყოფენ დაკავებულ ადგილს.

7. დისციპლინარული სასჯელი

1) მოთამაშეთა მინიმალური რაოდენობა, რომლითაც გუნდს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს თამაშში უდრის 3-.

2) ტურის დაწყების მომენტისათვის ადგილზე 3 ან ნაკლები მოთამაშის ყოლის შემთხვევაში გუნდი თამაშზე არ დაიშვება და მას ეთვლება 0 ქულა.

3) წამყვანის, სეკუნდანტების, შეკითხვების ავტორის, მთავარი რედაქტორის, სამდივნოს, მაყურებლის ან სხვა გუნდების წევრების მიმართ უცენზურო ქმედების შემთხვევაში მოცემული მოთამაშე იხსნება ტურნირიდან, ხოლო გუნდი ჯარიმდება და მას ეწერება -5 ქულა.

8. ფინანსური საკითხები

1) ჩემპიონატში მონაწილეობის საორგანიზაციო გუნდური შესატანი შეადგენს:

· სუპერლიგა42 ლარი

· პირველი ლიგა36 ლარი

2) თუ ჩემპიონატის მე–3 ტურის დაწყებისათვის გუნდს საორგანიზაციო კომიტეტში არ ექნება შეტანილი სათანადო თანხა, გუნდი სათამაშოდ აღარ დაიშვება.

9. აპელირება

1) გუნდის კაპიტანს აქვს უფლება ტურის შედეგების გამოცხადებიდან 15 წუთის განმავლობაში სიტყვიერი აპელაცია წარადგინოს ჩემპიონატის ორგკომიტეტში.

2) აპელაციას განიხილავს ტურნირის მთავარი რედაქტორი და იღებს გადაწყვეტილებას 24 საათის განმავლობაში.

თბილისის ახალგაზრდული ლიგის კომისარი: ილია ლეჟავა,

მობილური 893 158006,

ელ-ფოსტა: FG.Tbiliso@yahoo.com

განრიგი:

6 მარტი, შაბათი

თბილისის ახალგაზრდული ლიგა

13:00 – I ლიგა-1 (რედაქტორი – ირაკლი გუნია)

14.30 – სუპერ-ლიგა-1 (რედაქტორი ირაკლი გუნია)

20 მარტი, შაბათი

თბილისის ახალგაზრდული ლიგა

13:00 – I ლიგა-2 (რედაქტორი – ირაკლი გუნია)

14.30 – სუპერ-ლიგა-2 (რედაქტორი ირაკლი გუნია)

3 აპრილი, შაბათი

თბილისის ახალგაზრდული ლიგა

13:00 – I ლიგა-3 (რედაქტორი – ირაკლი გუნია)

14.30 – სუპერ-ლიგა-3 (რედაქტორი ირაკლი გუნია)

17 აპრილი, შაბათი

თბილისის ახალგაზრდული ლიგა

13:00 – I ლიგა-4 (რედაქტორი – ირაკლი გუნია)

14.30 – სუპერ-ლიგა-4 (რედაქტორი ირაკლი გუნია)

1 მაისი, შაბათი

თბილისის ახალგაზრდული ლიგა

13:00 – I ლიგა-5 (რედაქტორი – ირაკლი გუნია)

14.30 – სუპერ-ლიგა-5 (რედაქტორი ირაკლი გუნია)


Posted by ილია ლეჟავა   @   20 ნოემბერი 2009

0 Comments

No comments yet. Be the first to leave a comment !
Leave a Comment

You must be logged in to post a comment.

Powered by Wordpress   |   Lunated designed by ZenVerse

© 2009 Tbiliso Forum Games